უკრაინა მზადაა მიიღოს აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან.