დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

12 მარტი 2025, 11:30 131 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში მიიწვევს.  ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.  შეხვედრები რუსულ მხარესთან დღეს და ხვალ უნდა გაიმართოს.

„აშშ-მა 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტა შემოგვთავაზა, ჩვენ მზად ვართ.“- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ იგივე გააკეთოს და თუ რუსეთი დათანხმდება, სიჩუმე ამოქმედდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში