აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი-მსჯელობა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე

12 მარტი 2025, 19:53 123 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების კიდევ 7 მონაწილე ცნო სამართალდამრღვევად და 5000-5000 ლარით დააჯარიმა. მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ და ჯუმბერ ბეჟანიძემ განიხილეს.
დაჯარიმებული მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილიყოს უკანონოს უწოდებენ, მათმა ნაწილმა დარბაზშივე გამოთქვა პროტესტი, რის გამოც მოსამართლემ ისინი გააძევა. ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა და პროევროპული აქციის მონაწილემ მალხაზ ირემაძემ მოსამართლეს ბორში მიუტანა.
ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. პროევროპული აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება.
ოქმის შემდგენი მხარის მტკიცებით 31 იანვარს აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით სავალი გზა ჩახერგეს და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხეს. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000-5000 ლარით 20 ზე მეტი პირი დააჯარიმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში