ელენე ხოშტარიას სასამართლო

12 მარტი 2025, 19:56 108 ნახვა

5000 ლარით დააჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პარტია “დროა”- ს ლიდერი. ოქმის შემდგენი მხარე ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ “დროა”-ს ლიდერი არაერთხელ არის სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული და ის დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის.
მოპასუხე მხარე დღეს საქმის განხილვას არ ესწრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა როგორც სასამართლოს განუმარტა, ელენე ხოშტარიამ 12 იანვარს ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდა, რა დროსაც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ოქმის შემდგენმა მხარემ დღეს სასამართლოს ერთი მოწმე პოლიციელი და ვიდეო მტკიცებულება წარუდგინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში