სოფელ ქოსოფელსა და ჩაქვისთავში ორ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13 მარტი 2025, 12:51 956 ნახვა

სოფელ ქოსოფელში (ქედა) და ჩაქვისთავში (ქობულეთი) ორ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ნაკაშიძეებისა (ქედა) და გორჯელაძეების (ქობულეთი) საცხოვრებელ სახლებს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 30 იანვრის №02/5 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნაკაშიძეების სახლი XIX საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო გორჯელაძეების სახლი 1890-1910 წლებით თარიღდება და ტრადიციული ქართული ხალხური არქიტექტურის საინტერესო ელემენტებს შეიცავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში