დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა

13 მარტი 2025, 15:21 111 ნახვა

ქალაქის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში ფანჩატურებს, საბაღე სკამებსა და ატრაქციონებს რეკონსტრუქცია-აღდგენა რეგულარულად უტარდება.
ატრაქციონი უკვე შეკეთდა 8 მისამართზე, ასევე შეკეთდა ფანჩატურები და საბაღე სკამები. ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-აღდგენა. მიმდინარე წელს დაგეგმილია 14 სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია. ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში