,,საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშეა, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტითაა გამოწვეული“ -ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ბიზნეს ლანდშაფტს ეხება და რომელიც 2024 წლის ევროკავშირის ანგარიშიდანაა.
დოკუმენტში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა, მესამე კი მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსია.
იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები - განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით - გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.