„გლობალური ტერორიზმის 2025 წლის“ ინდექსის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა

14 მარტი 2025, 11:08 90 ნახვა

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

„გლობალური ტერორიზმის 2025 წლის“ ინდექსის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო, მე-100 ადგილზე გავიდა.

ამასთან, საქართველო, სხვა 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით, ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსით ევროპაში პირველ ადგილზეა.

„ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ ანგარიში მოიცავს ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ მრავალწლიან შეჯამებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში