ახლო აღმოსავლეთი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უიტკოფი შეხვედრის შემდეგ აშშ-ში ბრუნდება, რათა შედეგები პრეზიდენტ ტრამპთან განიხილოს. აღნიშნული დაადასტურა პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების ეროვნულ საკითხებში მაიკ უოლცმა, რომელმაც აღნიშნა. რომ უკვე ესაუბრა კოლეგას, რომელიც მოსკოვში იმყოფება და მისი დასრულების შემდეგ განიხილავენ მოლაპარაკებებს ტრამპთან.
უოლცის თქმით, დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ე.წ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებს.