აქცია სასამართლოსთან

14 მარტი 2025, 14:41 132 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. რამდენიმე თვის წინ ბათუმში მოკლული ახალგაზრდის არჩილ წუწუნავას ოჯახის წევრები და ახლობლები დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

როგორც აცხადებენ,  სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ ხდება და მათ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა დაკავებულ რევაზ ცეცხლაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდეს.

გაგახსენებთ, მკვლელობა ბათუმში 2024 წლის 15 ივლისს მოხდა.

27 წლის არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები ქალაქის ცენტრში  ერთ-ერთ კვების ობიექტთან  მიაყენეს.

მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი რევაზ ცეცხლაძე არის დაკავებული. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში