თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ სტუდენტური სტატუსის შენარჩუნების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ფოსტაზე ელექტრონულად მიიღეს. თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა პროტესტში ჩართულ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული, რომ სტუდენტების, ლექტორებისა და მშობლების ინტერესები გაითვალისწინა.
რამდენიმე სტუდენტმა მათთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მანამდე, 9 მარტს კი, სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეებს ათენებდნენ, შენობა დაატოვებინეს.