აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან გამორიცხეს. ენბისი ნიუსის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრემლმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში კელოგის მონაწილეობა არ სურდა.
გამოცემის ინფორმაციით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კელოგი საუდის არაბეთში გამართულ სამიტზე არ იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში შედიოდა. გამოცემასთან საუბრისას წყარომ აღნიშნა, რომ კელოგი უკრაინასთან დაახლოებული პირია და ის კრემლის ტიპის არ არის.