ანტინარკოტიკული რეფორმა

14 მარტი 2025, 17:55 70 ნახვა

ანტინარკოტიკულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
მოხსენებით წარსდგა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. მან კანონპროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. ხაზი გაუსვა პაკეტის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებს. უკვე ცნობილია, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის გამკაცრდება სასჯელი.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება რამდენიმე მუხლი. მათ შორის ერთმანეთისგან გაიმიჯნება ერთის მხრივ შეძენა-შენახვა, მეორეს მხრივ კი ნარკოტიკის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაგზავნა.
ახალი რეგულაციები იქნება ადმინისტრაციულ კოდექსშიც. მკაცრ რეგულაციაში მოექცევა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ, ტესტის ჩატარებისთვის თავის არიდება. ასეთის შემთხვევაში პირს სამი წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა, ხუთი წლით კი საჯარო სფეროში საქმიანობაც. პაკეტით გათვალისწინებულია სხვა ცვლილებებიც, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტს ეხება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში