ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

14 მარტი 2025, 18:17 83 ნახვა

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. „ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს.
ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდერ ლაიენი სოციალურ ქსელ X -ზე წერს.
მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში