ანტინარკოტიკულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. წინ კიდევ ერთ საკომიტეტო ფორმატში განხილვაა ჩანიშნული, ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ინიციატივა, სავარაუდოდ უკვე მომავალ კვირაში სესიაზე გავა განსახილველად.
დღეს კი კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ცვლილებების მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ითქვა რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მიდგომა და ეფექტური, სამართლიანი რეაგირება.
კანონპროექტის კრიტიკოსებს კი კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ ახლა სპეკულაციების დრო არ არის.