25 ნოემბერს, აქციაზე დაკავებული ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანატოლი გიგაური პატიმრობაში რჩება. გიგაურის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე, რაზეც ადვოკატი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
დღეს სხდომაზე ჩვენება პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს. ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ელოდება.