რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

15 მარტი 2025, 11:16 122 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. რუსმა სამხეროებმა რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა ერთდროულად განახორციელეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხერსონის ოლქში რუსული საავიაციო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა - ხუთი. ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა პარასკევს, საღამოს რეგიონზე მასირებული საავიაციო დარტყმა განახორციელეს და რვა მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. 

სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა კრივოი როგში. რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი და ოთხი კერძო სახლი. ზიანი მიადგა საქალაქო კომუნიკაციებსა და სავაჭრო ობიექტებს.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი.

ჩერნიგოვში დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი