აშშ-ის პრეზიდენტი ტელეარხების „სიენენი“ და „ემესენბისი“ საქმიანობას უკანონოს და კორუფციულს უწოდებს. დონალდ ტრამპის თქმით, აღნიშნული მედიასაშუალებები მის შესახებ 97%-ზე მეტ ნეგატიურ მასალას წერენ და დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ.
ტრამპი აღნიშნავს რომ აღნიშნული ტელეარხები კორუმპირებულები არიან და მოქმედებენ უკანონოდ. „არ აქვს მნიშვნელობა, რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები. ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე“, – ხაზი გაუსვა ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში გამოსვლისას.