დონალდ ტრამპის ახალი აღმასრულებელი განკარგულება - უქმდება 7 ფედერალური სააგენტო

15 მარტი 2025, 11:52 121 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს 7 ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.
ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, ტრამპის განკარგულება ეხება ისეთი გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც „ამერიკის ხმის“ გარდა აფინანსებს ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას.
ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ტრამპის ხელმოწერილი განკარგულება ასევე ეხება ფედერალური მედიაციისა და მორიგების სამსახურს, რომელიც სამუშაოს შეწყვეტისა და შრომითი დავების პრევენციასა და გადაწყვეტაზე მუშაობს, ასევე მუზეუმებისა და ბიბლიოთეკის მომსახურების ინსტიტუტს.
განკარგულება ასევე ვრცელდება უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტოზე, რომელიც მიზნად ისახავს უმცირესობების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის გაძლიერებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი