რომან დოლიძე ხვალ მორიგ ბრძოლას გამართავს

15 მარტი 2025, 11:56 114 ნახვა

ხვალ UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას საშუალო წონაში იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ჩაატარებს. საშუალო წონის დაპირისპირება ლას ვეგასში ჩატარდება. ბრძოლა ხუთ რაუნდიანია და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
ვეტორისა და დოლიძისთვის ეს მეორე ჩხუბია. პირველი ბრძოლა 2023 წლის 18 მარტს გაიმართა და გამარჯვება იტალიელს დარჩა. ამ მომენტისთვის რომან დოლიძეს MMA-ის კარიერაში 14 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო მისმა იტალიელმა მეტოქემ შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა ჩაატარა – 19 ჯერ მოიგო, 7-ჯერ დამარცხდა, ხოლო ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ქართველი საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მეათე ადგილზეა, ხოლო იტალიელი მე-7 პოზიციას იკავებს. იტალიელთან მეორე ბრძოლამდე რომან დოლიძე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრის შედეგს არ ეთანხმება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში