ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ფინალში ესპანელებს დაუპირისპირდებიან

15 მარტი 2025, 11:57 94 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება – მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ მიჯრით მერვე, ჯამში კი, მე-17 ტიტულს მოიგებენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში საქართველო ესპანეთს ერთხელ უკვე ეთამაშა და მადრიდში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში 62:32 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ფინალური მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს უხმო. ორი მათგანი სანაკრებო შეკრებაზე წელს პირველადაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში