ტრენინგი შსს-ში - ''ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება''

30 აპრილი 2017, 00:00 2270 ნახვა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი - „ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ დასრულდა.

უწყების ინფორმაციით, სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, უკანონო ლაბორატორიების აღმოჩენისა და მათზე ტაქტიკური შტურმის ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების დასასრულს, მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოები დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

ამავე კატეგორიაში