გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.
"ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს, - ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. კირ სტარმერის თქმით, კრემლის მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების უგულებელყოფა იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად განწყობილი არ არის.