რუსეთ-უკრაინის შეთანხმების პერსპექტივა

15 მარტი 2025, 14:49 161 ნახვა

შედგება თუ არა შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის - პუტინი ამბობს, რომ ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება.
თავის მხრივ უკრაინას რუსეთის არ სჯერა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე იტყუება. მედიატორის როლში მყოფი ამერიკა კი ამბობს, რომ რუსეთიდან საკმაოდ კარგი სიგნალები მოდის.  დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლი 30 დღით შეწყდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი