ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ტანსაცმლის მოდელირებას სპეციალური ციფრული პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფს. კიბერ აკადემიის მიერ ინიცირებული სასწავლო კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მოდის ინდუსტრია აინტერესებს და ამ სფეროშია დასაქმებული. პროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ სამგანზომილებიანი გრაფიკული პროექტი მოდის ინდუსტრიაში ჩართულ პირებს ახალი დიზაინის შექმნისა და თარგების გამოყვანის პროცესს გაცილებით გაამარტივებს.