მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი, შესაძლებელია, ძლიერი - გარემოს ეროვნული სააგენტო

16 მარტი 2025, 16:17 862 ნახვა

19-20 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან – თოვლი, შესაძლებელია, ძლიერი, - ამის შესახებ, ინფორმაციას გარემოს ეროვნული საგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში, შესაძლებელია, გაძლიერდეს ქარი.

„17 მარტის დღის ბოლოდან – დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან – თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი