ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს

17 მარტი 2025, 10:00 137 ნახვა

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მსჯელობა ერთ საათში ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გაიმართება. ცვლილების მიხედვით მკაცრი მიდგომებია ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს, რადგან რეფორმა მხოლოდ კანონის გამკაცრება არ უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იმ ფონზე როდესაც ახალგაზრდები მასიურად ეწირებიან ნარკოტიკების მოხმარებას, აუცილებელია ნარკოდანაშაულის სხვადასხვა მიმართულებების კანონის დონეზე გამკაცრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი