მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლო დღეს გამოაცხადებს

17 მარტი 2025, 10:22 163 ნახვა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 11:00 საათზე გამოაცხადებს. გადაწყვეტილება  მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ უნდა მიიღოს. ბოლო სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით  არ ისარგებლა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ბოლო სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამ საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი