გარემოს დაცვის სამინისტრო ტყის ხანძრების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები

17 მარტი 2025, 10:39 117 ნახვა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი 4-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი