ვრცელდება დეზინფორმაცია BATUMI CARD-ის შეძენის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით - ბათუმის ავტოტრანსპორტი

17 მარტი 2025, 11:12 446 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, ვრცელდება დეზინფორმაცია BATUMI CARD-ის შეძენის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით.

"გაცნობებთ, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია BATUMI CARD-ის შეძენის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და ნებისმიერი ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ გადაამოწმოთ ოფიციალურ facebook გვერდსა და ცხელ ხაზზე: 0422 24 76 76", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ფოტო: არქივი.

 
სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი