ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა და უშუალო კონკურენტის, „ჰოლშტეინ კილის“ დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ქართველ ფეხბურთელს ანალიტიკურმა ვებგვერდებმა ორივე გუნდის რიგებში მაქსიმალური შეფასება დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც ქართველი აღიარეს.