ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში კარიერაში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო. რუსთავში გამართულ „მერტლაბ ბოქსინგ პრომოუშენის“ ღონისძიებაზე გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა. ბრძოლა ექვსი რაუნდი გაგრძელდა.
პირველ ორ რაუნდში განელი უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მესამე რაუნდიდან ლაშა გურული ძალიან დამაჯერებელი იყო და მსაჯებმა მას გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭეს.
ბერნარდ აბეის პროფესიონალთა შორის აქამდე ხუთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ხუთივე მოგებული.