საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხა 

17 მარტი 2025, 10:15 90 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასვლითი მატჩში ბოსნია 22:20 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს თბილისშიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 28:26.

ქართველი ხელბურთელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს თბილისში, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ, შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დაასრულებენ.

ჩვენს ჯგუფში ისლანდიამ 15 მარტს საბერძნეთის ნაკრებს 33:21 მოუგო და ოფიციალურად გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი