დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

17 მარტი 2025, 10:51 142 ნახვა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2002 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

მტკიცებულების სახით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“.

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი