ავტოსაგზაო შემთხვევებს გასულ წელს 444 ადამიანი ემსხვერპლა 

17 მარტი 2025, 14:55 155 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევებს გასულ წელს 444 ადამიანი ემსხვერპლა. სტატისტიკა წინა წელთან შედარებით 272-ით არის გაზრდილი. ამაზე „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ბრიფინგზე ისაუბრა. 

ირაკლი იზორიას თქმით, შემთხვევების მიზეზი სხვადასხვაა. განსაკუთრებით ყურადსაღები კი სიჩქარის გადაჭარბებაა.

მეორე პოზიციაზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გადასვლის წესის დარღვევა. 

როგორც აღნიშნა, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულების ჩამოკლება არ ხდება, რაც შესაცვლელია.  როგორც ექსპერტმა განაცხადა, პრობლემად რჩება უკონტროლო საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი