ძველის ახალი სახლით ჩანაცვლების პროგრამა ქედაში

17 მარტი 2025, 17:54 513 ნახვა

ქედის მერიის ინფორმაციით, "ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა" გრძელდება ქედაში. პროგრამა იმ საცხოვრებელი სახლებისთვის, რომელიც სიძველითაა დაზიანებული ახალი ქვის კაპიტალური შენობის აშენებას ითვალისწინებს.
წელს ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, რითაც საცხოვრებელი სახლი ოთხ ოჯახს აუშენდება. ამ ეტაპზე სამი სახლის მშენებლობისთვის მერიას ტენდერი უკვე გამოაცხადა.
"ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების" პროგრამით გასულ წელს კიდევ სამი საცხოვრებელი აშენდა. პროგრამა ქედის მერიამ 2019 წელს აამოქმედა და დღემდე სულ 18 თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი აშენდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი