დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

18 მარტი 2025, 10:08 158 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 14:00 საათზე დაიწყება, სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი წარუძღვება.

სხდომაზე სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს, ასევე, მხარეთა შესავალ სიტყვას მოისმენს.

ამასთან, მეორე ბრალდების საქმეზე, რომელიც  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს ეხება, მოსამართლე სალიხ შაინიძე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

გამოძიება მზია ამაღლობელს  პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავება, რაც  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში