26 აპრილს ბათუმში პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი სპორტსმენის, ბეკბოსუნ ტოკტოსუნის რემატჩი გადაწყდა.
პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი 2025 წლის აგვისტოში გახდა. მან მოლდოვაში გამართულ შეჯიბრებაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყირგიზი სპორტსმენი ბეკბოსუნ ტოკტოსუნი დაამარცხა.
შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მეტოქემ ქართველ სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა, ბრძოლის დასაწყისში კი იცინოდა. ეს ვიდეო შემდეგ ვირუსულად გავრცელდა და ორივე სპორტსმენი მთელმა მსოფლიომ სწორედ მაშინ გაიცნო.
26 აპრილს ბათუმში პარამკლავჭიდში რემატჩის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნომედ სპორტსია“ (Nomad Sports).