საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

18 მარტი 2025, 11:09 123 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე, შეკრების პირველ დღეს საწვრთნელ პროცესში ვერ მონაწილეობდნენ ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბება. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება, წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში