თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი

18 მარტი 2025, 10:01 141 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლემ  კი, ბათუმის აქციების მედროშედ წოდებული ქათამაძისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის  ინფორმაციით, თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასა   და  საქართველოში დარჩენის უფლებას ითხოვს, რადგანაც მისი ინფორმაციით, თურქეთში საფრთხე ემუქრება. 

სასამართლოს უკვე აქვს  მეგობრის მოსაზრება, რომელიც     სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა.

ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს გაითვალისწინოს თემურ ქათამაძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის რისკები, ასევე თურქეთში გაცემული დაკავების ორდერი.

ასევე ითხოვენ სასამართლომ     გამოითხოვოს ინფორმაცია  თურქეთიდან და ობიექტურად შეაფასოს დევნის რისკები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში