სასამართლოებზე სისხლის სამართლის საქმეების ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება შესაძლოა აიკრძალოს

18 მარტი 2025, 12:01 127 ნახვა

პარლამენტი ასევე განიხილავს ინიციატივას, რომლითაც მოქალაქე სასამართლო პროცესებზე სისხლის სამართლის  საქმის განხილვის დროს  ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვას ითხოვს.  მიმართვის ავტორს,  ავთანდილ კახნიაშვილს მიაჩნია, რომ  "სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია“. 

მაგალითად მოყვანილია მსახიობებისა და აქციებზე დაკავებულების პროცესი. კახნიაშვილის  თქმით 11-ვე ბრალდებულმა მოსამართლეც და პროკურორებიც აბუჩად აიგდო. 6 მარტს შეტანილი საკანონმდებლო წინადადება განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჯერ რაიმე სახის ცვლილებები სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით დაგეგმილი არ არის და პროცესების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებაც სასამართლოს გადასაწყვეტია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში