თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი, ბათუმის აქციების მედროშედ წოდებული ქათამაძისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს. სხდომა ამ წუთებში იწყება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ინფორმაციით, თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასა და საქართველოში დარჩენის უფლებას ითხოვს, რადგანაც მისი ინფორმაციით, თურქეთში საფრთხე ემუქრება.
სასამართლოს უკვე აქვს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა.
ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს გაითვალისწინოს თემურ ქათამაძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის რისკები, ასევე თურქეთში გაცემული დაკავების ორდერი.