პარლამენტში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ,,ქართული ოცნების“ წევრებმა თავიანთ გამოსვლაში არაერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობას, ქვეყნის სტაბილიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც ისინი ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, დღეს მმართველი პარტიის ოპონენტები ისევ გახდნენ ბრალდებების ადრესატები.
,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს დღეს არც ევროპელი პარტნიორები დავიწყებიათ და გააკრიტიკეს, როგორც ევროპარლამენტის, ასევე ჩეხეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები.