ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

18 მარტი 2025, 14:49 180 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას მზია ამაღლობელიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს, ასევე, განიხილავს შუამდგომლობებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

სხდომაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ამაღლობელის ოჯახის წევრები. სხდომის პარალელურად სასამართლოს მიმდებარედ  სოლიდარობის აქცია გაიმართა.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში