2000 ლარიანი ჯარიმა მზია ამაღლობელს

18 მარტი 2025, 19:52 201 ნახვა

მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლეს განმარტება არ გაუკეთებია. “უსამართლო სასამართლო, ცეცხლი ოლიგარქიას “ - ამ შეძახილებით გააპროტესტეს მედია მენეჯერის მხარდამჭერებმა, დარბაზში მყოფმა სხვადასხვა მედია პლატფორმის წარმომადგენლებმა მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება.
პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხარდამჭერებმა ამაღლობელი შეძახილებით და სტვენთ გააცილეს. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. მათი განცხადებით, მიუხედავად მოსამართლის მოსაზრებისა, რომ ვიდეო მტკიცებულებებით მზია ამაღლობელის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდებოდა, ის სასამართლომ მაინც დააჯარიმა.
მოსამართლემ საქმის განხილვის ეტაპზე ასევე უდავოდ მიიჩნია ის გარემოებებიც, რომლითაც დაცვის მხარე ამტკიცებდა რომ ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე შედგენილი ოქმი და მოწმეთა ჩვენებები გაყალბებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში