საქართველოს საქმიანი ტურისტულ მიმართულებას საფრანგეთში გაეცნენ

19 მარტი 2025, 10:14 129 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო საფრანგეთში, პარიზში საერთაშორისო ფორუმზე Pure Meetings and Events წარდგა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები გაეცნენ.

„ფორუმზე B2B შეხვედრები შედგა ფრანგული კომპანიების, ასოციაციებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების გამართვით და მსხვილი ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

Pure Meetings and Events მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადში ორჯერ ტარდება. ფორუმს 100-ზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო, ტურიზმის საბჭო, ავიაკომპანია და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელი ესწრება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში