საია - აქციის მონაწილეებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს

19 მარტი 2025, 10:50 117 ნახვა

2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს - ინფრომაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.   

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.

გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში