სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

19 მარტი 2025, 13:20 137 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავს, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის, გია ჩადუნელის მიმართ გაისროლა.

დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა. 

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს, 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში