ხანძარი ქობულეთში

19 მარტი 2025, 17:53 2234 ნახვა

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში რომანაძეების ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, სადაც ოჯახის 2-წევრი ცხოვრობს. როგორც დაზარალებული ოჯახის წევრი ამბობს, სახლში არავინ არ იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა.
ოჯახმა, ვერცერთი ნივთის გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ის მარტოხელა მამაა, რომელიც მის მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის და ითხოვს დახმარებას, ამ ეტაპზე ოჯახი, დროებით ნათესავის სახლს აფარებენ თავს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ რომანაძეების ოჯახს, სტიქიის შემსწავლელი კომისია უმოკლეს ვადებში შეისწავლის და მათ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. პირველ ეტაპზე კი დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში