აჭარაში მაისი თბილი და უნალექო იქნება

01 მაისი 2017, 00:00 5859 ნახვა

როგორი მაისი გველის წინ? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თვის პროგნოზს გთავაზობთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მაისი იქნება თბილი და უმეტესად უნალექო. 

კლიმატური მონაცემებით, აპრილთან შედარებით მაისში ნალექის რაოდენობა აღმოსავლეთში იმატებს, ხოლო დასავლეთში - იკლებს. 

წელს შავი ზღვის სანაპიროზე 1 გრადუსით მაღალი ტეპერატურაა მოსალოდნელი, ვიდრე გასული ათწლეულების განმავლობაში.

თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება +12 გრადუსამდე, ხოლო ცალკეულ დღეებში  +33 გრადუსამდე მომატება.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია მრავალწლიურ ნორმაზე ნაკლები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში